Monday, May 16, 2011

კაზინოების სამოთხე

გვერდის სანახავად დააჭირეთ აქ

აზარტული თამაშები





დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას განაპირობებს.
აზარტული თამაშების შედეგად ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გამოვლინებიდან სამი მაინც გვაქვს სახეზე:
1. აზარტულ თამაშებში ხშირი მონაწილეობა და ამისთვის ფულის შოვნის მუდმივი მცდელობა.
2. აზარტულ თამაშებში გაცილებით დიდი ხნით მონაწილეობა, ვიდრე ამას მოთამაშე გეგმავდა.
3. ფსონის ზრდის მუდმივი მოთხოვნილება და ამის საფუძველზე აღზგნებადობის მიღწევა.
4. გაღიზიანების გამოვლენა თუ თამაში გადაიდო ან ჩაიშალა.
5. ,,მოგებაზე ნადირობა”, ანუ როცა ერთი მარცხის შემდეგ მოთამაშე კვლავ დებს ფსონს მოგების იმედით და ასეთ ქმედებას იმეორებს ერთ დრეში რამოდენიმეჯერ – ყოველი მარცხის შემდეგ.
6. თამაშის შეწყვეტის ან შემცირების მცდელობები, რომლებიც უშედეგოდ მთავრდება.
7. თამაშის მიზნით ძირითად მოვალეობებზე უარის თქმა, სოციალური და პროფესიონალური მოვალეობების იგნორირება და თამაშში მონაწილეობა.
8. თამაშის გაგრძელება ვალების ზრდის მიუხედავად.

ჩვეულებრივ, მოთამაშე პირს ,,კონტროლის ილუზია” ახასიათებს, სწორედ ამ ილუზიიდან გამომდინარე, წაგების შემთხვევაში მოთამაშეს მიაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: ,,წავაგე იმიტომ, რომ არაყურადღებიანი ვიყავი”, ,,სწორად ვერ გავითვალე”, ,,ამაზე ფსონის დადება არ მინდოდა, მაგრამ შევცდი” და ა.შ.

მოთამაშის ფსდიქოლოგიური პორტრეტის შემადგენელი ნაწილებია:
- ,,აუცილებლად მოვიგებ შემდეგ თამაშში”
- ,,არაფერს არ წარმოვადგენ თუ არ ვითამაშე და არ მოვიგე”
- ,,თამაშის გარეშე არსებობა არ შემიძლია”
- ,,თუ არ მოვიგე – დავიღუპები”

,,კონტროლის ილუზია” გულისხმობს იმ ფაქტსაც, რომ მოთამაშეს ჰგონია იგი აკონტროლებს მისთვის სინამდვილეში მიუწვდომელ და სრულიად შემთხვევით მოვლენებს, როგორებიცაა თამაშის ანგარიშები და მათი წინასწარი პროგნოზი, სათამაშო ავტომატზე შესაბამის ღილაკზე დაჭერის სიჩქარე და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში რიტუალურ ხასიათს იძენს და სიმპტომურ ქცევაში გადაიზრდება. ყალიბდება ე.წ. ,,სათამაშო ქცევა”, რომელიც მოთამაშის ფსიქიკაში. დომინანტურ ადგილს იკავებს
ყოველივეს შედეგად, აზარტული თამაშების მოყვარულს უყალიბდება არა მარტო ფსიქიკური, არამედ თამაშებისადმი ფიზიკური დამოკიდებულება – ის მთელი დღე ფიქრობს იმ დროზე, როცა თამაშს დაიწყებს, ფიქრობს სათამაშო სტრატეგიებზე, აყალიბებს ტაქტიკას და ა.შ. და ასეთ ფსიქოლოგიურ დატვირთვას განიცდის მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი – ოჯახში, სამსახურში, სუფრაზე, გასართობ ადგილას. ამავე პერიოდში, მისი სხეული გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, ყოველივე ეხსნება იმ მომენტისთანავე, როცა იგი თამაშს იწყებს. ამ აღწერის პირველი ეტაპი, ანუ დრო თამაშამდე, სინამდვილეში აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) გამოვლენის პერიოდია, მეორე ეტაპი, ანუ უშუალოდ თამაშის პროცესი – აბსტინენციური სინდრომის (ლომკის) მოხსნის პერიოდია.
აზარტული თამაშებით გამოწვეული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების გამოვლინებას ლუდომანია ეწოდება და ნარკომანიის (დამოკიდებულების) ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობას შეადგენს.
ლუდომანიით დაავადებული პირები ძირითადად გამოირჩევიან შემდეგი მონაცემებით:
- ასეთი პაციენტები გამოირჩევიან გაცილებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით – პოპულაციურ ნორმასთან შედარებით,
- პათოლოგიური მოთამაშეები ძირითადად შრომისმოყვარენი არიან, გამოირჩევიან პროფესიული მიღწევებით,
- გამოირჩევიან საკუთარი თავის დახასიათების უკიდურესობით, ისინი საკუთარ თავზე ამბობენ, რომ ან ,,ძალიან კარგები” არიან, ან ,,ძალიან ცუდები”, მაგრამ თითქმის ყველა მიუთითებს მძლავრ შინაგან ენერგიაზე,
- ლუდომანიით დაავადებულთათვის დამახაისათებელია მძიმე კონფლიქტებისგან თავდაღწევის უნარი, რასაც ძირითადად ტყუილის, ფაქტების გაბერვის ან დაკნინების გზით აღწევენ. ისინი ძალზე კრიტიკულნი არიან ოჯახის წევრების მიმართ, მათთვის ავატურიზმი და საქმეში რისკიანობის მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი,
- ასეთი პირები გამოირჩევიან საზოგადოებაში მოწყენილობით, ჩაკეტილობით, მათ ურჩევნიათ დამატებით იმუშაონ ოღონდ არ გაერივნონ ადამიანთა წრეში, სადაც აზარტულ თამაშებზე საუბარი წესად მიღებული არ არის,
- აზარტულად მოთამაშეები ვალს იღებენ მაქსიმალური რაოდენობით და თავიდანვე დარწმუნებულნი არიან, რომ თამაშით ვალით აღებულ თანხას მალე გაამრავლებენ, ვალსაც გაისტუმრებენ და მოგებულნიც დარჩებიან, ასე ფიქრობენ მაშინაც თუ პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონიათ პირუკუ ეფექტი. ,,ფული უნდა ხარჯო და არა აგროვო” – ეს აზარტულად მოთამაშის დევიზია,
- პირველ ეტაპზე, აზარტული თამაში მათთვის რელაქსაციისა და სიამოვნების მიღების საუკეთესო საშუალებაა, რაც ლუდომანიის ჩამოყალიბების პროცესიდან აღარ იგრძნობა.

0 comments:

Post a Comment


რატომ არის საშიში აზარტული თამაშები

აზარტულ თამაშებს უნდა შევხედოთ უარყოფითი მხრიდან. ისინი ჩვენი ცხოვრებისთვის საშიშია. ამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ

სამყაროს ძველი თამაში

დააჭირეთ აქ